გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა


გაკვეთილის მთავარი თემა
ჯვაროსნული ომები

სწავლების საფეხური
8-კლასი. საბაზო საფეხური

მოსწავლეთა პროფილი
34 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლემ შეძლოს გაარკვიოს კონფლიქტის მიზეზები,განვითარება და შედეგები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ჯვაროსნული ომების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ახსნა; ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარის განვითარება; მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება; შედარება-შეპირისპირების, მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ თურქ-სელჩუკების ბრძოლები ახლო აღმოსავლეთში.

შეფასების საგანი და პროცედურები
მიმდინარე განმსაზღვრელი: ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა,პრეზენტაციის წარდგენა, საშინაო დავალება, საკლასო დავალება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები, რუკა, დაფა, ცარცი, ინფორმაციის წყარო:VIII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო: გიორგი სანიკიძე, რევაზ გაჩეჩილაძე, ლევან გორდეზიანი, ნინო კიღურაძე, ზვიად მიმინოშვილი
გაკვეთილის მსვლელობა
1. შესავალი- მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას და მის ირგვლივ შესასრულებელ სამუშაოს. ჯვაროსნული ლაშქრობების  შესახებ სლაიდ-შოუს ჩვენება. 5 წუთი.
2. კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებას-10 წუთის განმავლობაში განიხილონ კლასში სამუშაო 4 კითხვა ( თითო ჯგუფს თითო კითხვა); გააკეთონ დასკვნები

3. სამუშაო ჯგუფების პრეზენტაცია-15-20 წუთი.
4. კლასი აფასებს წარმოდგენილ პრეზენტაციებს-უსვამს შეკითხვებს პრეზენტაციების ავტორებს, მსჯელობს თემის გარშემო და აკეთებს დასკვნებს 8-10 წუთი.
 საშინაო დავალება.(2) წუთი
შემდეგი გაკვეთილისათვის დაამუშაონ პარაგრაფის ტექსტი, გაკვეთილის ბოლოს მოცემულ ცხრილში თეზისების სახით ჩამოაყალიბონ მიღებული ცოდნა.



No comments:

Post a Comment